Financial Space - ყველა უფლება დაცულია
გაეცანით გაიღრმავე ცოდნა ფინანსებში
ბუღალტერია
ბუღალტერია შრომატევადი და სწავლის მხრივ ხანგრძლივი უწყვეტი პროცესია, ის არ ისწავლება 2-3 თვეში ( მხოლოდ საფუძველი ჩაეყრება მიმართულებებს) მოიცავს შემდეგ სწავლის საფეხურებს 1) ბუღალტერიის თეორია 2) სექტორიდან გამომდინარე ბიზნეს სფეროს სპეციფიკაში ოპერაციებში გარკვევას , 3) საგადასახადო კოდექსს გადასახადების გამოთვლის სისწორისთვის რაც პერიოდულად იცვლება და ფეხი უნდა ავუწყოთ არსებულ მოვლენებს, ასევე გვხვდება ბუნდოვანი ჩანაწერები რომელიც მოიცავს მანუალების მეთოდური მითითებების პრაქტიკულ ანალიზს დეკლარაციების სწორად ჩაბარებისთვის. 4) RS.GE სთან პრაქტიკულ მუშაობას, 5) ბუღალტრულ რამდენიმე პროგრამას საქართველოს ბაზრიდან გამომდინარე 6) ანგარიშგების სტანდარტებს 7) ექსელის ცოდნას. ძირითადი არსი ბუღალტერიის არის წარსული ფინანსური ინფორმაციის თავმოყრა ბუღალტრულ პროგრამაში ფინანსურად აღრიცხვა ( საუბარია ყოველდღიურად 1000 ობით ჩაანაწერზე), სხვადასხვა წესების მიხედევით ( დარიცხვა, ანგარიშთა გეგმა, ბრუნვა და გატარებები, მოგება ზარალის და ბალანსის მუხლები, გადასახადები ) , კომპანიის საოპერაციო საქმიანობიდან გამომდინარე დოკუმენტაციის საფუძველზე, მაგალითად: ხელშეკრულება, ზედნადები, ფაქტურა, მიღება ჩაბარების აქტი, ჩამოწერის აქტი, ინვენტარიზაცია და ა.შ. პროფესიონალმა ბუღალტერმა უნდა უზრუნველყოს დროულად მიაწოდოთ ინფორმაცია დამფუძნებლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მაგალითად აუდიტს,შემოსავლების სამსახურს ასევე უნზუნველყოს მომწოდებლებზე თანხების გადახდა, მომხმარებლების დავალიანების შესახებ ინფორმაციის დროულობა, სწორად გამოთვალოს პროგრამულად ასახოს და გადაიხადოს საოპერაციო ადმინისტრაციული ხარჯები აღრიცხოს შემოსავლები და ა.შ შეავსოს სწორად დეკლარაციები გადასახადების კუთხით : დღგ, საშემოსავლო, მოგების გადასახადი და სხვა, ასევე ინფორმაციას უნდა ფლობდეს დროულად მაგალითად : რამდენია გადასარიცხი შპს-ზე ან რამდენი განხორციელდა ინვესტიცია ძირითად საშუალებებში, ვისგან რა მარაგია შეძენილი სწორად არის თუ არა ფინანსურად დათვლილი ბუღალტრული ბრუნვები თუ ნაშთები და შექმნილია თუ არა თანმდევი დოკუმენტაცია დროულად. ხელფასის გამოთვლა, დასაბეგრი ობიექტის ბაზის სისწორე და ა.შ . რაც უფრო დიდია კომპანია და ბევრი სხვადასხვა ოპერაციები აქვს მით უფრო იზრდება პასუხისმგებლობა ბუღალტრების და ასევე ფინანსური სარგო. როგორც წესი კომპანიას ყავს რამდენიმე ბუღალტერი რომლებიც ინაწილებენ ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობას.
კორპორაციის ფინანსები/ფინანსური მენეჯმენტი
ფინანსური დეპარტამენტის ანალიტიკოსის და შემდგომ მენეჯერის/დირექტორის საქმიანობა მოიცავს ( ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებით, ფინანსური ფორმულებით და ინსტრუმენტებით, მათემატიკური ანალიზი გააკეთოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. გააუმჯობესოს და უზრუნველყოს ფირმის სტაბილურობის შენარჩუნება და სამომავლო ზრდა განვითარება. რისთვისაც საჭიროა მთელი რიგი ინფორმაციის თავმოყრა კომპანიის შიდა დეპარტამენტებიდან თუ გარე ბაზრის ანალიზი, ასევე ინფორმაცია დაამუშავოს სხვადასხვა პროგრამებში ( ბუღალტრული პროგრა,BI ანალიტიკური პროგრამა, ექსელი ) საქმიანობიდან სექტორიდან გამომდინარე. საკითხები შეიძლება ეხებოდეს 100,000 ობით ჩანაწერს, მთელ რიგ სხვადასხვა აქტივობებს მაგალითად: 1) რამდენი უნდა ივაჭროს კომპანიამ რომ 0 ოვან მოგებაზე გავიდეს ( თანხა,რაოდენობა) 2) რა მოგების მარჟა აქვს კომპანიას საშუალოდ თვეების/ობიექტების,რეგიონის მიხედვით, 3) რომელ თვეებში არის დიდი გადახრები შემოსავლებში ან ხარჯებში, რამდენად სწრაფად ვიღებ ფულად სახსრებს, ხომ არ ახლავს მას სეზონურობა შესაბამისი გადაწყვეტილებისთვის მზადყოფნის რიგი პროცედურების დაცვა . 4) ახალი მომწოდებლების, საქონლის/მომსახურების, ლოკაციის რა სარგებელს მოუტანს კომპანიას რამდენად გაზრდის ბრუნვას და როგორ აისახება წმინდა მოგების ნაწილში , რამდენი ინვესტიციის განხორციელება მოუწევს კომპანიას. 5) რამდენ ხანში ამოვიღებ ჩადებულ პროექტში თანხას ფულის ღირებულების დროში, ასევე ინფლაციის გათვალისწინებით 6) მარაგების რომელი ჯგუფი უფრო უკეთ იყიდება, რა % ით გაძვირდა წინა პერიოდთან შედარებით შეძენილი მარაგი კატეგორიებით, უმოძრაო მარაგი ხომ არ აქვს კომპანიას, ( წუნდებული, გაფუჭებული, მოთხოვნის გარეშე ), კურსთაშორის სხვაობის გავლენა რამდენია იმპორტირებულ პროდქუციაზე, 7) ვიქირავოთ,ვიყიდოთ, საკუთარი ძალებით შევქმნათ, უძრავი მოძრავი ქონება და რომელი ჯობია არსებული რესურსებიდან გამომდინარე (ადამიანური/კომპეტენციის, ფინანსური რესურსის ანალიზი) 8) საიდან მოვიზიდოთ დამატებითი სახსრები ბანკი თუ ინვესტორი, თუ კორპორაციაა ბონდები ან სტოკები ხომ არ გამოუშვას სავაჭრო ბირჟაზე? რომელი ჯობია რა დაგვიჯდება სესხი და მათი ალტერნატიური განხილვა და ანალიზი. 9) სხვადასხვა კრიტერიუმებით მსჯელობა ხელფასებზე, საბონუსე სისტემაზე, გაყიდვების გეგმაზე, ბიუჯეტირება, სამომავლო საპროგნოზო სცენარების განხილვა, ანალიზი შემოსავლების და ხარჯების დეტალურად . 10) ვაკმაყოფილებ თუ არა სრულად ბაზარს, მოთხოვნების ანალიზი, წარმოების თვითღირებულების ანალიზი და შესწავლა ხარჯის ქცევის ფიქსირებულია თუ ცვლადი, 11) მომწოდებლის, მომხამრებლის, კონკურენტის ანალიზი სხვადასხვა კრიტერიუმებით, დრო, რაოდენობა, თანხა . 12) რომელი ობიექტი უფრო უკეთ ვაჭრობს, თანაბარია თუ არა და რა % ია ობიექტებში შემოსავალთან შეფარდება სხვადასხვა ხარჯის ტიპის , ( ხელფასი,იჯარა, კომუნალური და სხვა) თვეებში. 13) რა გავლენას ახდენს ერთი ცვლადის შემცირება ან ზრდა მეორეზე ( სტატისტიკური ალბათობების მიდგომა ) 14) რა ღირს კომპანია მათი შეფასების გზები ( სხვადასხვა ფორმულები) . 15) რისკების ანალიზი ( თაღლითობა, დატაცება, დანაკარგები, შემცირება ან გაზრდა რომელიმე პუნქტის კომპანიის ფინანსებში, როგორც ფინანსური ასევე საოპერაციო. 16) ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა მმართველობით საკითხებზე ბიზნეს სექტორიდან გამომდინარე და მენეჯმენტთან გავლა გადაწყვეტილებებისთვის.
აუდიტი
აუდიტი ზოგადად არის რაიმეს გამოკვლევა შესწავლა. საქართველოში ძირითადად გვხვდება 4 ტიპის აუდიტი ( გარე ფინანსური აუდიტი, შიდა აუდიტი, საგადასახადო აუდიტი, საკონსულტაციო აუდიტი - კონკრეტული ოპერაციის თუ სფეროს რისკის კონტროლის ნაკლოვანების გამოსავლენად შესამოწმებლად და შესაბამისი რეკომენდაციის შესამუშავებლად). აუდიტში გვჭირდება ბუღალტერიის ცოდნა თეორია და პრაქტიკა, ბუღალტრული პროგრამების და ექსელის ცოდნა, IFRS/SME და ISA სტანდარტების სწავლა ასევე საგადასახადო კოდექსი ( დაბეგვრა), რომელიც არის წესების ერთობლიობა თუ როგორ აღირიცხება ფინანსური ინფორმაცია სწორად( რადგან ამოწმებს ჩანაწერებს და მის თანმდევ პროცესს ეტაპებად) ბუღალტერიაში და როგორ უნდა ჩატარდეს აუდიტი სტრუქტურულად კომპანიაში(ISA) და მათი გადასახადების გამოთვლის გზები/წესები. დამატებით ანალიტიკური აზროვნება, ანალიტიკური პროგრამების BI / CRM / ERP მსგავსი პროგრამების ცოდნა, რაც საკმაოდ დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს ამ სფეროს სრულყოფაში.შესწავლა ბიზნეს ოპერაციების შიდა სამზარეულოს თუ როგორ მუშაობს ბანკი, ან რესტორანი , წარმოება, დაზღვევა და სხვა, მუხლობრივად მაგალითად: შემოსავალი, ხარჯი, მოთხოვნა, ვალდებულება, სესხი, ლიზინგი, მარაგები და ა.შ და სტანდარტების კუთხით დამუშავება, შემდგომ აუდიტის დასკვნის დაწერა, თუ რა რიგი პრობლემური პროცესის თუ ფინანსური საკითხები ქონდა კომპანიას ( კორექტირებები გადასახადების/ჯარიმა/საურავი/, მითითებები და მათი რეკომენდაციის სახით ჩამოყალიბება) . აუდიტი არის არა მარტო ბუღალტრული ჩანაწერების და დოკუმენტაციაზე რწმუნების მიღება არამედ რამდენად გამართულია სისტემა , პროცესი, ციკლი სხვადასხვა მოქმედების, მაგალითად რამდენად სწრაფად ემსახურება სასწრაფო დაშავებულს შიდა პროტოკოლით, რამდენად სწორად ხდება ზარალის აღმოჩენა, დროის მართვა, დარეგულირება, სადაზღვევო სფეროში კომპანიის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, რამდენად ოპტიმალურად ხდება შესყიდვის ან გაყიდვის პროცესის მართვა კომპანიაში, ხომ არ არსებობს თაღლითობის მაღალი რისკი ( გარიგებები, ფიქტიური ჩანაწერები), რამდენად სწორად ხდება მშენებლობის პროექტის სტადიების დაცვა შიდა ნორმებთან ან გარე მარეგულირებელ სახელმწიფო ორგანოსთან მიმართებაში , საბანკო საფინანსო პოლიტიკიდან გამომდინარე ხომ არ არის რაიმე გადაცდომები ლიცენზიებთან/ რეგულაციებთან მიმართებაში, სესხის ფორტფელის რისკის მართვის მიმოხილვა და სხვა, დამოკიდებულია მაგალითები ბიზნეს სექტორზე. აუდიტს აქვს სპეციფიკა გარდა ანალიტიკური აზროვნებისა კანდიდატმა უნდა იცოდეს გამყარებული არგუმენტირებული ფაქტებით ახსნა მოვლენის პროცესის თუ მონაცემთა ბაზის გამოთვლა რატო და როგორ მოხდა და ყველა ეს ინფორმაცია შესაბამისი სტრუქტურის ფაილებში ( კითხვარები, ფაილები ) შესაბამისი წესით ასახოს, რაც მხოლოდ უნივერსიტეტის თეორიული განათლებით სამწუხაროდ არ მიიღწევა, და მოითხოვს პრაქტიკულ სამუშაოებს გამოცდილებაც აქედან გამომდინარე გროვდება.
მიკრო/მაკრო ეკონომიკა
მიკრო მაკრო ეკონომიკა სწავლობს ქვეყნების დონეზე სხვადასხვა აქტივობებს. მაგალითად: მოსახლეობის რაოდენობა, რამდენია მთლიანი შიდა პროდუქტი 1 სულ მოსახლეზე, მიგრაცია, უმუშევრობის დონეს,ინფლაციის %,სამუშაო ძალის მაჩვენებელს,ბიზნეს სექტორებს, იმპორტს/ექსპორტს, ფულის სიჩქარეს , მიწოდება მოთხოვნას პროდუქტზე თუ მომსახურეობაზე, ფასების სტატისტიკას, გაცვლითი კურსის მერყეობას, უცხოურ ინვესტიციებს და მათ გავლენას ეკონომიკურ პარამეტრებზე და სხვა, ძირითადი მიმართულების დასაქმებულები ამ სფეროში არიან სახელმწიფო საფინანსო/საბიუჯეტო ორგანოებში, მონაცემთა ანალიტიკოსები რომლებიც იკვლევენ, დარგს პროცესს, თუ მიმართულებას საჭიროებებიდან გამომდინარე.
DATA ანალიტიკოსი, DATA SCIENTIST / Data Engineering სტატისტიკა ალბათობა, BIG DATA ანალიზი, მონაცემთა ავომატიზაცია
მონაცემთა ანალიტიკოსი ჭირდებათ კომპანიებს სადაც დიდი მონაცემთა ბაზები იყრის თავს, მაგალითად ბანკი,სამედიცინო სფერო, კომუნიკაციები, სადაზღვევო სფერო, ჰიპერმარკეტი სადაც პროდუქტი ან მომხმარებელი ბევრია. დროის გასვლასთან ერთად იხვეწება ანალიტიკური აზროვნება, მეთოდები და პროგრამები, დღეის მდგომარეობით გავრცელებულია დიდ მონაცემთა ბაზების დასამუშავებლად პროგრამა SQL რომელიც მილიონობით ჩანაწერს ინახავს სხვადასხვა სერვერებზე, ხოლო მისი ინტეგრაციის დაკავშირების სხვადასხვა შინაარსების მიხედვით რისი ანალიზიც გვსურს და ვიზუალურად გამოსახვისთვის საჭიროა ანალიტიკურ პროგრამებს როგორიც არის , QLIK, POWER BI, TABLEAU და სხვა. მონაცემები მრავლად გვხვდება შესაბამისად მათ ჭირდებათ დამუშავება, მოწესრიგება, ორგანიზება, DATA COLLECTION , DATA CLEANING, DATA MINING, Machin Learning, Automatisation tools და შემდგომ ანალიზი თუ რა მოხდა წარსული ინფორმაციიდან გამომდინარე, რომ ბიზნესმა დამფუძნებლემა ასევე , მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება და მიგნებები აღმოჩენები გააკეთონ სხვადასხვა საკითხებში. მაგალითად: არსებული ტენდენცია/სამომავლო ანალიზი და სხვა, კვების ინდუსტრიიდან გამომდინარე - საშუალოდ რომელ ლოკაციაზე იძახებენ კონკრეტულ პროდუქტს, სად რამდენს, რა დროის ინტერვალში, საშუალოდ რამდენი დრო ჭირდება პროდუქტის მიტანას, რა არის საშუალო ჩეკის თანხა, საბანკო ტრანზაქცია ხომ არ გაუქმდა რამდენი იყო ასეთი შემთხვევა< რამდენი დაგვიანება ან გაუქმება მოხდა შეკვეთის პროგრამულად , რა შემოსავლები დაგენერირდა 3 საათიდან 6 საათამდე A პროდუქციაზე საბურთალოზე, რა საკომისიო ჩამოეჭრათ პიროვნებებს, რამდენი კმაყოფილი უკმაყოფილო კლიენტი ყავდა ბიზნესს 1 თვეში ( რაოდენობა, კომენტარის ველი, რეკომენდაცია) და ა.შ, კავშირგაბმულობაში მაგალითად: რამდენი ზარი განხორციელდა უცხოეთიდან საქართველოში, საშუალო საუბრის ხანგრძლივობა, ტარიფი შემოსული და გამავალი ზარების, შეფერხებები თუ არსებობდა მიზეზ შედეგობრივი კავშირი და სხვა. აღნიშნული პოზიციის ადამიანები ეხმარებიან ბიზნესს ანალიზი გაუკეთონ მონაცემებს და გადაჭრან საკითხები იურთიერთონ შესაბამისად მარკეტინგთან აქტივობებისთვის, შესყიდვებთან, მიწოდების/ყიდვის ფასის ანალიზის მხივ, აქაც გააჩნია რა ბიზნესზე/ პროდუქტზე თუ მომსახურებაზე გვექნება საუბარი. SQL აქვს სხვადასხვა კოდის წერა და ბრძანებები რაც სტრუქტურიზებულს ხდის ქაოსურ ბაზას ხოლო ანალიტიკურ პროგრამებს კი DASHBOARD-ების სახით შეუძლია გამოსახოს სხვადასხვა კრიტერიუმებით მონაცემები. საუბარია 1,000,000 ზე მეტ ჩანაწერზე ყოველდღიურად ტენდენციების გამოსავლენად ასევე სხვადასხვა პროცესის ავტომატიზაციისთვის იდეალური საშუალებაა. მაგალითად გვაქვს შემდეგი პროცესი: გავხსნათ ექსელის ფაილის მე 4 Sheet, A72 უჯრიდან წამოვიღოთ რიცხვი, გავამრავლოთ საიტზე არსებულ USD კურსზე გადაგვიყვანს ლარებში, რომელიც იმ დღეს დახვდება პროგრამას , გადავიტანოთ სხვა ექსელის ფაილში A29:90 განლაგებაზე და მიუყენებს ყველა არსებულ სხვა პროდუქტს , რაც დაგვიბრუნებს კონკრეტულ პასუხს ( დრო თუ ჭირდებოდა მონაცემის დამუშავებას 10 წუთი გაკეთდება 1 კლიკით 1 წამში ავტომატიზირების საშუალებით ( როცა ლოგიკა შეიქმნება პროცესის) . მაგალითად : გვაქვს გაყიდვების ბაზა ობიექტებით თვეებში, პროდუქციის რაოდენობით და ფასით, პროგრამას გავუწერთ შეადაროს სად იყო ყველაზე დიდი % ული გადახრა საშუალოდ კონკრეტულ C პროდუქტზე A ობიექტის B ობიექტთან შედარებით, კატეგორიაში ავეჯი, რა მოგების მარჟა იყო და განსხვავდებოდა თუ არა პერიოდულად, გამოგვისახოს და დათვალოს კორელაცია ( სტატისტიკა) თუ არსებობდა ამ ავეჯის გაყიდვას რბილ ქსოვილებთან ერთად, გამოადგებოდა მარკეტინგს სააქციოდ შეეთავაზებინა ეს 2 პროდუქტი ერთად ასევე ფინანსისტს თუ რატო იკლო გაყიდვებმა ან თვეებში ან ობიექტებთან მიმართებაში, მარაგის დონის ავტომატურად კონტროლი რომ მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და არ იყოს მოცდენის პერიოდი, ვადაგასული პროდუქტის დროულად აღმოჩენა ან EMAIL ავტომატურად გაიგზავნოს შესაბამისი პროდუქტის მომწოდებელთან თუ მარაგი ჩამოცდება 100 ცალს ( გააჩნია საშუალო მოთხოვნას პროდუქტზე) , სატრანსპორტო კომპანიისთვის ოპტიმალურად გადაადგილება ტრანსპორტის ( საწვავის დაზოგვის მიზნით) და სხვა მრავალი აქტივობების სწორად დასაგეგმად.
საკონტაქტო
დაგვირეკე ან მოგვწერე დამატებით ინფორმაციებისთვის, სიამოვნებით დაგეხმარებით
599-276-076